მიწოდების პირობები
შეძენილი ნივთის მიტანა ამ ეტაპზე შესაძლებელია მხოლოდ თბილისში.
მიწოდება ხორციელდება 10 დღის განმავლობაში, შეკვეთის სირთულიდან გამომდინარე (ფორსმაჟორული სიტუაციების გამოკლებით).
მიწოდების საფასური თბილისში 10 ლარია.
ადრესატს გზავნილი ბარდება პრინციპით ,,ხელიდან-ხელში". ნივთის ჩაბარება შეუძლია შეკვეთაში მითითებულ მისამართზე მყოფ ნებისმიერ სრულწლოვან პირს, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენის შემთხვევაში. მიწოდება ხორციელდება დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიწოდების ზუსტი დრო გაწერილია შეკვეთაში.
ნივთის ადგილზე მიტანამდე (1 საათით ადრე) ხდება ადრესატთან დაკავშირება. შეძენილი პროდუქცია/ნივთი შეფუთულია სპეციალური მასალით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო ტრანსპორტირებას.
იმ შემთხვევაში თუ, განსაზღვრული გრაფიკით მითითებულ ვადაში ვერ ხერხდება ნივთის ჩაბარება ადრესატისათვის (ადრესატის ბრალეულობით ან სხვა მიზეზით გამოწვეული პრობლემის გამო), კურიერი შეუთანხმდება ადრესატს დამატებით დროში ნივთის მიწოდების შესახებ ან/და მიუთითებს გაცემის პუნქტის შესახებ ინფორმაციას, საიდანაც ადრესატს შეეძლება ნივთის გატანა. დამატებითი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 (ორი) სამუშაო დღეს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ნივთი გაიგზავნება ადრესატთან ხელახლა, დამატებითი ღირებულების ანაზღაურების პირობით.
დაბრუნების პოლიტიკა
ნივთის დაბრუნება შესაძლებელია თუ:
ა. ნივთი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებგვერდზე განთავსებულ მახასიათებლებს.
ბ. ნივთს აღენიშნება წუნი.
გ. ნივთსი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში.
დ. მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა კომპანიის მხრიდან.
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ამავე კანონის მე-14 მუხლით დადგენილი გამონაკლისების გარდა, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
ნივთის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ შევსებულ უნდა იქნეს დაბრუნების ფორმა,
რომელშიც მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:
– მომხმარებლის სახელი, გვარი
– მომხმარებლის მისამართი
– მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი
– შეკვეთის თარიღი
– შეკვეთის მიღების თარიღი
– ფორმის შევსების თარიღი
უკან დასაბრუნებელი ნივთის მდგომარეობა:
• ნივთს უნდა ჰქონდეს შენარჩუნებული პირვანდელი სახე და უნდა იყოს იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც განხორციელდა მისი შეძენა (ლუქით, სპეციალური დამცავი შრეებით და ა.შ.);
• ნივთის გარეგნული სახე არ უნდა იყოს შეცვლილი/დაზიანებული;
• ნივთის დაბრუნების დროს პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა მაკომპლექტებელი
აქსესუარი, მათ შორის, ყუთიც და დოკუმენტი (თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვ.).
ნივთის დაბრუნების შემთხვევაში, კომპანიის უფლებამოსილი პირი განახორციელებს ნივთის ვიზუალურ დათვალიერებას, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ზემოაღნიშნული კრიტერიუმებთან შეუსაბამობა, კომპანიას უფლება აქვს უარი უთხრას მომხმარებელს ნივთის დაბრუნებაზე.
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:
ნივთის დაბრუნების მნიშვნელოვანი პირობაა რომ მას ჰქონდეს პირველადი სასაქონლო სახე, აგრეთვე შენარჩუნებული
ჰქონდეს სამომხმარებლო თვისებები და ახლდეს ყველა მაკომპლექტებელი აქსესუარი და მათ შორის ყუთიც.
მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ:
ა. კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას.
ბ. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მიწოდებული ნივთის ან მომსახურების ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც კომპანია ვერ აკონტროლებს და რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელებისთვის ამ კანონით დადგენილ ვადაში წარმოიშვა.
გ. მიწოდებული ნივთი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული.
