top of page

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დოკუმენტის მიზანი

წინამდებარე დოკუმენტით, გაგიზიარებთ ინფორმაციას ყველა იმ პრინციპის შესახებ, რომლითაც ვხელმძღვანელობთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას. ასევე, გაგაცნობთ, თუ როგორ გიცავთ კანონი და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ტიპის პერსონალურ მონაცემებს აგროვებს კომპანია თქვენთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას და როგორ ხდება ამ მონაცემების გამოყენება, მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის.

ჩვენი მიზანია, ასევე, გაგაცნოთ, თუ როგორ მუშავდება მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის  შესაბამისად.

როგორ გიცავთ კანონი

თქვენი უფლებები დაცულია საქართველოს კანონმდებლობით.  

თქვენ უფლება გაქვთ, კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადაში მიიღოთ ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.

პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

  • გაცხადებული გაქვთ თანხმობა მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე;

  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია ჩვენს შორის დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, ან თქვენი მოთხოვნით გარიგების დასადებად;

  • მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;

  • მონაცემთა დამუშავება საჭიროა კანონმდებლობით/რეგულაციებით ჩვენთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;

  • კანონის თანახმად, თქვენი მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია, ან თუ თქვენი მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადეთ;

  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად;

  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია თქვენი განცხადების განსახილველად (მომსახურების გასაწევად), ან/და მონაცემთა დამუშავება ეფუძნება კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.

არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემებს ვამუშავებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

 

თქვენი უფლებები

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია, თუ როგორ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენი მომართვის შემთხვევაში, ვალდებულები ვართ მოგაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით.

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ, როგორც მონაცემთა გაცნობა, ისე მათი ასლების გადმოცემა.

კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ ასევე გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი მონაცემის დაბლოკვა, ცვლილება, გასწორება, განახლება, შევსება, დამატება, გადატანა, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.

ინფორმაციის თქვენთვის მოწოდების ვალდებულება კომპანიას წარმოეშვება თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში. პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება გვაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამისათვის კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი გაგვაჩნია.

კომპანიის მიერ ინფორმაციის დამუშავება არ არის მიმართული თქვენი ინტერესების შელახვისაკენ.

 

შეგროვებული ინფორმაციის სახეობა და მისი გამოყენება

ჩვენ ვაგროვებთ ორი სახის ინფორმაციას ჩვენი მომხმარებლების შესახებ: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია („პერსონალური ინფორმაცია“) და არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.

 

პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.

პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია. კერძოდ, აქტივობაში ჩართვისას, შეიძლება მოთხოვნილ იქნეს გარკვეული ინფორმაციის წარმოდგენა:

  • სახელი

  • ჩვენთან მომსახურების შეკვეთა

  • ინფორმაციის გაგზავნა და/ან რაიმე ინფორმაციის განხილვის გვერდზე დადება

  • კომენტარის განთავსება, საკუთარი აზრის გაზიარება

  • ჩვენს მომსახურებაზე ინფორმაციის მოთხოვნა

შესაძლებელია აგრეთვე, მოთხოვნილ იქნეს საკრედიტო ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუთენტურობის კოდი ან სხვა ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაცია არ ინახება ვებ-გვერდზე.

აქტივობის გათვალისწინებით, ზოგი ინფორმაციის წარმოდგენა არის სავალდებულო, ზოგის – ნებაყოფლობითი. თუ თქვენ არ წარადგენთ კონკრეტული აქტივობისთვის სავალდებულო ინფორმაციას, თქვენ ვერ ჩაერთვებით ამ აქტივობაში.

 

არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია

არის ინფორმაცია, რომელიც არ ახდენს კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაციას. ამ სახის ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა "Uniform Resource Locator" „URL“ იმ ვებ-გვერდისა, რომელზეც თქვენ შეხვედით იქამდე სანამ ჩვენს ვებ-გვერდზე შეხვიდოდით, „URL“ იმ ვებ-გვერდისა, რომელზეც თქვენ შეხვალთ ჩვენი ვებ-გვერდიდან გამოსვლის შემდეგ, იმ ბრაუზერის სახეობა, რომელსაც თქვენ იყენებთ და თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის „IP“ მისამართი. ჩვენ ან/და ჩვენ მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს და მარეკლამირებელ პირებს შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ ეს ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ სარგებლობთ ჩვენი ვებ-გვერდით. ეს ხორციელდება ისეთი ელექტრონული მექანიზმების მეშვეობით, როგორიცაა „Cookies“, „Web Beacons“, „Pixel Tags“.

 

ჩვენს ვებ-გვერდზე გროვდება ინფორმაცია cookies-ების, მომხმარებლების ვებ-გვერდზე ნავიგაციის და ქცევის შესახებ.

 

რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას:

  • თქვენთან ურთიერთობისთვის;

  • ვებ-გვერდით სარგებლობის ინტენსივობის გასაზრდელად;

  • თქვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, თანამშრომლობის ახალი გზების შესამუშავებლად და ჩვენი ბიზნესის განსავითარებლად;

  • ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად;

  • იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებენ კლიენტები ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებას;

  • ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად;

  • ჩვენი ბრენდების, პროდუქტებისა და მომსახურების განსავითარებლად/ სამართავად;

  • ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების მისაწოდებლად;

  • კლიენტების გადახდების განსახორციელებლად და სამართავად;

  • ფინანსური დანაშაულის გამოსავლენად, ანგარიშგებისა და პრევენციისათვის;

  • ჩვენი და ჩვენი კლიენტების რისკების სამართავად;

  • ჩვენთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად;

  • საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად და მათი მოგვარების გზების მოსაძიებლად;

  • ჩვენი ბიზნესის ეფექტიანად და მართებულად წარსამართავად, რაც მოიცავს ჩვენი ფინანსური პოზიციის, ბიზნეს შესაძლებლობის, დაგეგმვის, კომუნიკაციებსა და კორპორატიულ მმართველობას;

  • ნაკისრი უფლებებისა და ვალდებულებების განსახორციელებლად;

 

როგორ ხდება თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება და გამოყენება კომპანიისიერ.


აღნიშნული ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით   დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დაცვას. ეს უკანასკნელი მოიცავს თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში მოპოვებულ ინფორმაციას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის.

 

პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირება

კომპანია გპირდებით, რომ:

 

  • ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;

  • არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;

  • ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

​​​

თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:

  • რომელი მონაცემები მუშავდება თქვენს შესახებ;

  • მონაცემთა დამუშავების მიზანი;

  • მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;

  • რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები;

  • ვის გადაეცა თქვენი მონაცემები;

  • მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.

 

ჩვენი მიზანი:

  • მონაცემების განახლება, თქვენთვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების იდენტიფიცირება და ამ ინფორმაციის თქვენთვის მოწოდება;

  • პროდუქტებისა და მომსახურების განვითარება;

  • ახალი პროდუქტებისა თუ მომსახურების შეთავაზებისთვის კლიენტთა ფოკუს ჯგუფების განსაზღვრა;

  • ჩვენი კანონიერი მოვალეობების და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტიანად შესრულება;

  • ჩვენთვის რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

 

რა წყაროებიდან მოვიპოვებთ პერსონალურ ინფორმაციას

თქვენს შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია კომპანიისათვის თქვენ მიერ მოწოდებული და ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან.

თქვენგან მონაცემებს ვიღებთ შემდეგ შემთხვევებში:

  • როცა მოგვმართავთ ჩვენი პროდუქტებისა თუ მომსახურების მისაღებად;

  • როცა კომუნიკაცია ხორციელდება ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით

  • როცა თქვენ იყენებთ ჩვენს ვებ-გვერდებს, მობილურ აპლიკაციებსა და ვებ-ჩეთს;

  • როცა აგზავნით წერილებს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით.

ინფორმაციის მიღების სამართლებრივი საფუძველი:

  • თქვენი თანხმობა;

  • სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულება;

  • ჩვენი კანონიერი ინტერესები;

  • ჩვენი კანონიერი მოვალეობა.

  • რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა

 

​მზა ჩანაწერები“ (Cookies)

 

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს და ვაკვირდებით ჩვენს ვებ-გვერდზე მომხამრებლების ქცევას რათა დავრწმუნდეთ, რომ გთავაზობთ საუკეთესო გამოცდილებას ჩვენს ვებ-გვერდზე ყოფნისას და შევძლოთ მუდმივად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი.

მოგროვებულ ინფორმაციას ვიყენებთ:

  • ვებ-გვერდის სტატისტიკის საწარმოებლად პროცესების, ველების და ვებ-გვერდის დიზაინის ოპტიმიზაციის მიზნით.

  • ვებ-გვერდის მომხმარებლების დაცვისა და თაღლითური ქმედებების პრევენციის მიზნით.

  • ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სხვა დანაშაულებრივი ღონისძიებების თავიდან აცილების მიზნით;

  • ვებ-გვერდზე მომხმარებელთა ნაკადის კონტროლისა და მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის შესაფასებლად.

  • მოპოვებული ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ვებ-გვერდის და მისი კომპონენტების ადაპტირება მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით.

  • ასევე cookies ფაილებს ვიყენებთ იმის დასადგენად, თუ როგორ ხვდებიან მომხმარებლები ჩვენს ვებ-გვერდზე, ასევე, რეპორტების საწარმოებლად.

ჩვენ არ ვიყენებთ cookie ფაილებს და მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვების შედეგად მიღებულ მონაცემებს პირადი ინფორმაციის შეგროვების მიზნით.

თუ გსურთ შეზღუდოთ cookie ფაილები ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს ვებ-გვერდზე, ამის განხორციელება შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით. ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი სერვისი არ იფუნქციონირებს თუ დაბლოკავთ ან წაშლით cookie-სფაილებს.

 

ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, ასევე სხვა ორგანიზაციებთან, რომლებმაც თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი თუ მომსახურება უნდა მოგაწოდონ ან შემოგთავაზონ გარკვეული მომსახურების გაწევა, იმ პირობით, რომ ასეთი ინფორმაციის გაზიარებამდე ხსენებულმა მხარეებმა სავალდებულო წესით უნდა განაცხადონ თანხმობა, შეინახონ თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ და კონფიდენციალურად.


ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში სამართალდამცავ ორგანოებს მივცეთ წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების, მათ შორის დანაშაულის დადგენის, გამოძიების და აღკვეთის მიზნით.

 

თუ არ ისურვებთ პირადი ინფორმაციის გაცემას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს ჩვენ მიერ თქვენს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ანგარიშის გამოყენება ან შესაბამისი მომსახურებების მიღება.

 

პირადი ინფორმაციის გადაცემა

კომპანია არ გადასცემს მომხმარებლის პირად ინფორმაციას მესამე პირს, გარდა იმ გარემოებებისა რომლებიც შეესაბამება კონფიდენციალურობის პრინციპებსა და ქვემოთ მოყვნილ შემთხვევებს:

ა)         როდესაც მოხდება ბიზნესის ნაწილობრივი ან სრული გაყიდვა

ბ)        კანონის ფარგლებში ვალდებულნი ვართ გადავცეთ ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოებს.

გ)        გამოვიკვლიოთ გაყალბების ფაქტები და შევამციროთ გაყალბების რისკი

ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით უსაფრთხოების საკითხს და ვატარებთ არაერთ ზომას პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებ-გვერდზე, აპლიკაციაზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი პაროლისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ, რომ არავის გაანდოთ თქვენი პაროლი. გარდა ამისა, თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ, ჩვენს საიტზე ან აპლიკაციაში თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტის ყიდვის დროს შეგყავთ თქვენი პირადი საკრედიტო ბარათის მონაცემები, ჩვენთვის თქვენი საკრედიტო ბარათთან დაკავშირებული ინფორმაცია ხელმიუწვდომელია და აღნიშნული მონაცემების შენახვა ჩვენს მიერ არ ხდება და თქვენი საკრედიტო ბარათი ჩვენი პარტნიორი ბანკის კონტროლის სფეროს განეკუთვნება.

 

სამწუხაროდ, მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები. თუმცა ვერ გავცემთ რაიმე გარანტიას ვებ-გვერდისათვის ან ვებ-გვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს მესამე მხარის ქმედებაზე, რომელმაც შეიძლება უნებართვოდ მიიღოს მსგავსი ინფორმაცია.

 

მესამე მხარე ვებ-გვერდების ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა

წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა ეხება მხოლოდ იმ ინფორმაციის გამოყენებასა და გამჟღავნებას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ თქვენგან www.tbilisiwalls.com-ზე. სხვა ვებ-გვერდებს, რომლებზე გადამისამართებაც შეიძლება ჩვენი ვებ-გვერდიდან, საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა და მონაცემთა კრებული, ასევე ასეთი ინფორმაციის გამოყენებისა და გამჟღავნების პრინციპები აქვთ. თუ თქვენ დაუკავშირდებით მსგავს ვებ-გვერდს, ჩვენ მოგიწოდებთ, რომ წაიკითხოთ მათი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ მესამე მხარეთა საქმიანობაზე.

 

საჯარო ადგილები

ჩვენ შეგვიძლია ჩვენს ვებ-გვერდზე გამოვყოთ ადგილები, სადაც თქვენ შეძლებთ თქვენ შესახებ ინფორმაციის საჯაროდ განთავსებას, ასევე სხვებთან კომუნიკაციას ფორუმების ან ბლოგების მეშვეობით, პროდუქტების დათვალიერებას და კონტენტის გაგზავნას. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება სხვა მომხმარებლებისა და ორგანიზაციებისათვის და შეიძლება ასევე გამოჩნდეს სხვა ვებ-გვერდებსა და ინტერნეტის საძიებო სისტემებში. შესაბამისად, ეს ინფორმაცია შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს, შეგროვდეს და გამოყენებულ იქნეს სხვების მიერ. მაგალითად, თუ თქვენ მიუთითებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტას რომელიმე პროდუქტთან ან/და მომსახურებასთან დაკავშირებით საჯარო კომენტარის გაკეთებისას, თქვენ შეიძლება მიიღოთ არასასურველი ელექტრონული ფოსტა. ჩვენ ვერ ვახორციელებთ კონტროლს იმაზე, თუ ვინ კითხულობს თქვენ მიერ ვებ-გვერდზე საჯაროდ და ნებაყოფლობით დადებულ ინფორმაციას და ვინ როგორ გამოიყენებს მას. ამიტომ, გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე თქვენი ნებისმიერი პირადი ინფორმაციის ვებ-გვერდზე საჯაროდ განთავსებისას. როგორც წესი, ჩვენ მოვიპოვებთ ნებართვას ჩვენი მომხმარებლისაგან, სანამ მის სახელს მივუთითებთ მისი კომენტარის გასწვრივ.

 

ვებ-გვერდზე თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოება

 

• მესამე პირები (აპლიკაციები/სერვისები): www.tbilisiwalls.com გამოყენებით თქვენი ინფორმაცია მოწყობილობის ნომრის, მოდელი, ბრენდის, სახელის, საოპერაციო სისტემის ვერსიის, ვებგვერდის აპლიკაციის ვერსიის შესახებ გადაეცემა ისეთ აპლიკაციებს, როგორიცაა: Google Analytics, Facebook Pixel და Hotjar.com მოცემული აპლიკაციები თანხვედრაშია GDPR -თან (General Data Protection Guide)

• შენარჩუნების/წაშლის პოლიტიკა: თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების წაშლა შესატყვისი მოთხოვნის გამოგზავნით ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინებების გზით. მოთხოვნის მიღების შემდეგ კომპანია ამოიღებს თქვენ მონაცემებს სიიდან, რათა შეწყდეს მონაცემთა დამუშავება.

რამდენ ხანს ვინახავთ პერსონალურ ინფორმაციას?

 

თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში;

აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ 10 წლამდე ვადით შემდეგი მიზეზების გამო:

  • კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად

  • იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ სამართლიანად მოგექეცით

  • შესაბამისი რეგულაციების/წესების დაცვით აღრიცხვის წარმოების მიზნით

რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

 

თქვენს მონაცემებს ვამუშავებთ და ვინახავთ კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით და ჩვენთვის დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად.

 

თანხმობის გაუქმება

 

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების, მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგის შესახებ თანხმობის გაუქმების შესახებ მოთხოვნა შეგიძლიათ კომპანიას წარუდგინოთ ნებისმიერ დროს. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მონაცემების დამუშავების საფუძველს წარმოადგენს თქვენ მიერვე გაცხადებული თანხმობა.

თანხმობის გაუქმების შემთხვევაში, შესაძლოა შეფერხდეს ჩვენი მომსახურება და ვერ შევძლოთ თქვენთვის  სრულყოფილი მომსახურების გაწევა.

თუ თქვენ გადაწყვეტთ მონაცემთა დამუშავების შესახებ გაცხადებული თანხმობის გაუქმებას, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ამავე პოლიტიკით განსაზღვრული ერთ-ერთი საკომუნიკაციო საშუალებით.

 

კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილება

 

წინამდებარე დოკუმენტი პერიოდულად განახლებადია კომპანიის მიერ.

ცვლილებების შესახებ პერსონალურად გეცნობებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ვალდებულება გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან. 

ინფორმაციის დაცვის პოლიტიკასთან, ჩვენს საერთო უფლება-მოვალეობებთან ან ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით:

ელ.ფოსტა: info@tbilisiwalls.com

ტელ.: + 995 595 25 52 99

© Copyright
  • Facebook
  • Instagram

© 2025 by Tbilisi Walls

   ჩვენ შესახებ | საკონტაქტო ინფორმაცია | კონფიდენციალურობის პოლიტიკა | წესები და პირობები | დისტანციური გაყიდვების ხელშეკრულება

bottom of page