top of page

დისტანციური გაყიდვების ხელშეკრულება

  1. ხელშეკრულების მხარეები

წინამდებარე ხელშეკრულება გაფორმებულია შემდეგ მხარეებს შორის ქვემოთ მოცემული პირობების შესაბამისად:

           •      „მყიდველი“

           სახელი, გვარი: ---------------------------------------

           მისამართი:        ---------------------------------------

            ელ. ფოსტა         ---------------------------------------

           •      „მიმწოდებელი“

           სახელი, გვარი:    ------------------------------------

           მისამართი:     ----------------------------------------

            ელ. ფოსტა         ---------------------------------------

 

მყიდველი ამ ხელშეკრულების მიღებით წინასწარ ეთანხმება, რომ შეკვეთის დადასტურების შემთხვევაში, ვალდებული იქნება გადაიხადოს შეკვეთის ღირებულება, მათ შორის, ტრანსპორტირების საფასური, გადასახადები და სხვა შესაძლო დამატებითი ხარჯები.

 

  1. ტერმინთა განმარტება

წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გამოყენებული ტერმინები აღნიშნავს შემდეგს:

•    სერვისი – ნებისმიერი სამომხმარებლო ტრანზაქცია, რომელიც არ მოიცავს საქონლის მიწოდებას

•    მიმწოდებელი – კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს პროდუქციას კომერციული საქმიანობის ფარგლებში

•    მყიდველი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ყიდულობს ან იყენებს პროდუქტს არაკომერციული მიზნებისთვის

•    ვებ. გვერდი - მიმწოდებლის ვებ. გვერდი www.tbilisiwalls.com

•         შემკვეთი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც შეკვეთას ახორციელებს მიმწოდებლის ვებ. გვერდზე

•   მხარეები – მიმწოდებელი და მყიდველი

•   ხელშეკრულება – წინამდებარე დოკუმენტი, რომელიც გაფორმებულია მიმწოდებელსა და მყიდველს შორის

•   პროდუქტი – საქონელი, რომელსაც იძენს შემკვეთი წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე

  • ანგარიში - მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრირებული ანგარიში

  • რეგისტრაცია - მომხმარებლის მიერ ვებ. გვერდზე განხორციელებული სპეციალური პროცედურა, ანგარიშის შექმნა პროდუქტის შეძენის ან/და მომსახურების მიღების მიზნით

  • ავტორიზაცია  - მომხმარებლის მიერ ვებ-ვერდზე რეგისტრირებული ანგარიშის მეშვეობით განხორციელებულ ქმედება

  • დისტანციური ხელშეკრულება − ხელშეკრულება, რომელიც დადებულია მიმწოდებელსა და მყიდველს შორის მხოლოდ დისტანციური კომუნიკაციის ერთი ან რამდენიმე საშუალების გამოყენებით, დისტანციური ნასყიდობის ან მომსახურების მიწოდების ორგანიზებული სქემის მეშვეობით და არ მოითხოვს მხარეების ფიზიკურ თანამყოფობას

  • პერსონალური მონაცემი - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით

  1. მხარეთა განცხადებები და გარანტიები

    1. მყიდველი ადასტურებს, რომ:

      1. აქვს სრული უფლებამოსილება გააფორმოს წინამდებარე ხელშეკრულება და შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

      2. არის ქმედუნარიანი პირი და მოქმედებს თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე და სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსსა და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს.

      3. მასზე არ განხორციელებულა რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მუქარა, ზეწოლა, ძალადობა და ა.შ.

      4. ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს;

3.1.5. მის მიერ რეგისტრირებული ყველა მონაცემი არის ზუსტი.

3.1.6.  არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში.

 

  1. მიმწოდებელი ადასტურებს , რომ:

    1. გააჩნია სრული უფლებამოსილება დადოს წინამდებარე ხელშეკრულება და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.

    2. ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება არ არღვევს კანონმდებლობას, შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს, აგრეთვე, სასამართლოს ან საარბიტრაჟო ორგანოს გადაწყვეტილებას, ბრძანებულებას, განკარგულებას ან სხვა აქტს.

    3. წინამდებარე ხელშეკრულებას დებს მყიდველის განცხადებებზე, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.

 

  1. ხელშეკრულების საგანი

    1. ეს ხელშეკრულება მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონისა და დისტანციური ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, არეგულირებს მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს, რომელიც ეხება მყიდველის მიერ მიმწოდებლის ვებგვერდზე შეკვეთილი პროდუქტის გაყიდვასა და მიწოდებას.

 

  1. წინამდებარე ხელშეკრულების მიხედვით მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში და წესით გადასცეს საქონელი საკუთრებაში მყიდველს,

  2. განსაზღვრული რაოდენობით, შესაბამისი ხარისხის და შეთანხმებული ფასით, ხოლო მყიდველმა მიიღოს

  3. საქონელი და გადაიხადოს მისი საფასური წინამდებარე ხელშეკრულებაში განსაზღვრული წესით.

 

  1. ვებგვერდზე მითითებული ფასები წარმოადგენს გაყიდვის ფასებს და ძალაშია განახლებამდე ან შეცვლამდე. დროებით შეთავაზებულ ფასებს ძალა აქვს მხოლოდ მითითებული პერიოდის დასრულებამდე.

 

  1. ნასყიდობის საგანი

    1. საქონლის მახასიათებლები (ტიპი, რაოდენობა, და ა.შ.) მითითებულია მიმწოდებლის ვებგვერდზე.

    2. ფასი: მითითებულია მიმწოდებლის ვებგვერდზე. ფასები ძალაშია განახლების ან ცვლილების მომენტამდე.

    3. პროდუქტის აღწერა          რაოდენობა     ერთეულის ფასი        (ჯამურად, ყველა გადასახადის  ჩათვლით) -------------------------------------------------------------------------------------------       

    4. ტრანსპორტირების საფასური (სრული თანხა) --------------------------

 

           •      გადახდის მეთოდი: [ნაღდი / ბარათით გადახდა / განვადება]

           •      მიწოდების მისამართი: ------------------------

           •      მიმღები პირი: ----------------------------

           •      ინვოისის ნომერი: ---------------------

           •      შეკვეთის თარიღი: ---------------------

           •      მიწოდების თარიღი: ---------------------

           •      მიწოდების მეთოდი: ---------------------

           •      ტრანსპორტირების ხარჯი ანაზღაურდება მყიდველის მიერ .

 

  1. ინვოისის ინფორმაცია

           •      სახელი, გვარი/კომპანიის დასახელება: ___________

           •      მისამართი: ___________

           •      ტელეფონი: ___________

           •      ელ. ფოსტა: ___________

 

ინვოისი გადაეცემა მყიდველს შეკვეთის მიწოდების დროს.

  1. პასუხისმგებლობა

 

  1. ამ ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული რომელიმე პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, მხარეები პირადად აგებენ პასუხს ნებისმიერი სამართლებრივი და ფინანსური შედეგისთვის. მიმწოდებელი თავისუფლდება ყველა სამართლებრივი და ფინანსური პასუხისმგებლობისგან, რომელიც ამ დარღვევას შეიძლება მოჰყვეს.

 

ასევე, თუ ხელშეკრულების დარღვევა იურიდიულ დავას გამოიწვევს, მიმწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს კომპენსაცია მყიდველის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო.

 

8. პროდუქცია, რომლის დაბრუნებაც შეუძლებელია

მყიდველი ვერ დააბრუნებს შემდეგი კატეგორიის პროდუქტებს:

 

9. ვალდებულებების შეუსრულებლობა და სამართლებრივი შედეგები

           •      თუ მყიდველი არ გადაიხდის თანხას საკრედიტო ბარათით შეძენისას, მას შეიძლება დაეკისროს დამატებითი ჯარიმები და საპროცენტო გადასახადი საკრედიტო ბარათის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

           •      ასეთ შემთხვევებში, ბანკს უფლება აქვს მიმართოს სამართლებრივ გზებს, მოითხოვოს პროცენტული დავალიანება და საადვოკატო ხარჯები.

           •      მყიდველი ვალდებულია აანაზღაუროს გამყიდველის მიერ მიღებული ზიანი, რომელიც გამოწვეულია გადახდის დაგვიანებით ან ვალდებულებების შეუსრულებლობით.

 

10. უფლებამოსილი სასამართლო

ამ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავები, სასამართლოს მიერ განიხილება, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.

ამ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ყველა გარიგება კომერციული მიზნებისთვის ხორციელდება.

 

11. ძალაში შესვლა

           •      მყიდველი, ვებგვერდზე შეკვეთის განთავსებითა და გადახდის განხორციელებით, ეთანხმება და იღებს ხელშეკრულების ყველა პირობას.

           •      გამყიდველი ვალდებულია, შეკვეთის დადასტურებამდე უზრუნველყოს, რომ მყიდველმა წაიკითხა და მოიწონა ხელშეკრულების პირობები შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.

 

გამყიდველი:

სახელი/კომპანია: _______________________

ხელმოწერა: ___________________________

 

მყიდველი:

სახელი/გვარი: _________________________

ხელმოწერა: ___________________________

 

თარიღი: ___________________________

© Copyright
  • Facebook
  • Instagram

© 2025 by Tbilisi Walls

   ჩვენ შესახებ | საკონტაქტო ინფორმაცია | კონფიდენციალურობის პოლიტიკა | წესები და პირობები | დისტანციური გაყიდვების ხელშეკრულება

bottom of page