
მოგესალმებათ Tbilisi Walls
მე ვარ ლალი სვიმონია, Tbilisi Walls - ონლაინ ხელოვნების სტუდიის - დამფუძნებელი. ჩვენი სტუდია გთავაზობთ საგულდაგულოდ შერჩეულ ციფრულ ხელოვნებას, ლიმიტირებულ გამოცემებს, ორიგინალ ნახატებსა და მაღალი ხარისხის ჩარჩოებში ჩასმულ ფოტოგრაფიას.
ჩვენი მისიაა, გაგაცნოთ ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც თქვენს პირად სივრცეს თუ ოფისს განსხვავებულ სტილსა და დახვეწილობას შესძენს.
ჩემ შესახებ
მაქვს საბანკო სექტორში მუშაობის ოცწლიანი გამოცდილება, ძირითადად - მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, წლების განმავლობაში მჭიდროდ ვთანამშრომლობდი ხელოვანებთან – ორგანიზებული მაქვს არაერთი ფოტოგრაფისა და მხატვრის პერსონალური გამოფენა საქართველოში, უკრაინასა და სომხეთში. ასევე, ვიყავი მხატვრებისა და ფოტოგრაფების კატალოგებისა და წიგნების გამოცემის ინიციატორი და კურატორი. ხელოვნების სფერო ჩემთვის ყოველთვის ახლო და კარგად ნაცნობი იყო და მუდამ ვცდილობდი არტისტების მხარდაჭერას. კარიერის ადრეულ ეტაპზე გამოფენების ორგანიზების მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე გერმანიაში, სადაც 5 წელი ვსწავლობდი და ვმუშაობდი.
ინსპირაცია
2024 წლის ზამთარში ექვსკვირიანი შვებულება გავატარე კუნძულ მალტაზე – ეს მოგზაურობა გარდამტეხი აღმოჩნდა Tbilisi Walls-ის შექმნისთვის. ხელოვნებითა და კრეატიული ენერგიით შთაგონებულმა, წარმოვიდგინე პლატფორმა, რომელიც არა მხოლოდ შესანიშნავ ნიმუშებს შესთავაზებდა მომხმარებლებს, არამედ მხატვრებსა და ფოტოგრაფებს დაეხმარებოდა საკუთარი ნამუშევრების ფართო აუდიტორიამდე მიტანაში.
ხელოვნების პლატფორმა
Tbilisi Walls მხოლოდ ხელოვნების ნიმუშების გაყიდვაზე არ არის ორიენტირებული – ეს არის პლატფორმა შემოქმედებისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ და უცხოელ ხელოვანებს, ვეხმარებით მათ ნამუშევრების გაყიდვაში, ვაგვარებთ მარკეტინგისა და ლოჯისტიკის საკითხებს, რათა არტისტებმა სრული ყურადღება დაუთმონ საკუთარ შემოქმედებას.
შემოგვიერთდით, გავიზიაროთ ხელოვნება, რომელიც შთააგონებს, ქმნის და ჰყვება ისტორიას.
