top of page

ზაქარია ჭელიძე

თბილისი / ნიუ-იორკი

ზაქარია ჭელიძე ოზურგეთში დაიბადა. იმის გამო, რომ მისი მშობლები ჯარში მსახურობდნენ, ხშირად უწევდა საცხოვრებელი ადგილისა და სკოლის შეცვლაც. სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ დროის უმეტეს ნაწილს სამხატვრო აკადემიის ეზოში ატარებდა, რადგან იცოდა, რომ მისი ცხოვრება საბოლოოდ ხელოვნებას დაუკავშირდებოდა. 

 

19 წლის ასაკში სოციალურად დაუცველ ბავშვებთან მუშაობდა. შემდეგ ოთხი წლით ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ იქ დაიწყო ცნობილი ადამიანების ფოტოების გადაღება. მისი ფოტოები გამოფენილია გერმანიაში, საქართველოსა და ნიდერლანდებში. ის მსოფლიო ბანკის ფოტოკონკურსის „სიღარიბის დასასრული“ ერთ-ერთი გამარჯვებულია.  ზაქარიასთვის შთაგონების პირველი წყარო სტრესი იყო, რამაც სიმშვიდის ძიებაში ჩააგდო. მას შემდეგ ის მუდმივად ცდილობს ადამიანური ემოციების, ბედნიერების, სიმშვიდისა და სიყვარულის დაფიქსირებას, რომელიც ყველაფერში და ყველგან გვხვდება. უყვარს შავ-თეთრი ფოტოგრაფია, რადგან თვლის, რომ ამ ფერებში გამოხატული ემოციები ყველაზე ჭეშმარიტი და ავთენტურია.

 

ზაქარია ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს, სადაც ფოტოხელოვნებითაა დაკავებული და სიამაყით წარმოადგენს ფუჯის, როგორც კომპანიის ოფიციალური ელჩი.

48059079_2421154154567156_5143124410978271232_n_edited_edited.jpg
bottom of page