top of page

თეკლა კობახიძე

თბილისი

მე ვარ თეკლა კობახიძე, მხატვარი. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ფერწერის სპეციალობით. მონაწილეობა მაქვს მიღებული არაერთ ჯგუფურ გამოფენაში. ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეტაპი იყო პირველი პერსონალური გამოფენა — „Reflection“, რომელიც 2025 წელს პროექტ „ Fabrika project space“ გაიმართა.

 

ფერწერა ჩემთვის მუდმივი ძიებისა და თვითრეფლექსიის პროცესია. განსაკუთრებული ინტერესით ვმუშაობ ფიგურატიულ კომპოზიციებზე — ვაკვირდები ადამიანების ფსიქოტიპებს და ვცდილობ მათი სახეები მკვეთრი, ზოგჯერ გადაჭარბებული ფორმით გადმოვცე. ჩემს ნამუშევრებში ხშირად ვიყენებ ლაქოვან, ექსპრესიულ მანერას, თითქოს ისინი ერთ ამოსუნთქვაში იყოს შესრულებული.

 

ვცდილობ მუდმივად ვიმუშაო საკუთარ თავზე, რადგან მჯერა, რომ ადამიანის ინტელექტუალური და ემოციური განვითარება პირდაპირ კავშირშია შემოქმედების აქტუალობასა და ინტერესთან. გარემოდან მიღებული იმპულსები მუდმივად მაჩერებს ფიქრის პროცესში და ამ ყველაფრის შედეგი საბოლოოდ ჩემს ნამუშევრებში აისახება.

Screenshot 2025-12-14 at 21.08_edited.jpg
bottom of page