top of page

ნათია ჩიჯავაძე

თბილისი

დაიბადა 1990 წლის 19 ოქტომბერს, ბათუმში. ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. 2009–2013 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, მედია ხელოვნებისა და გრაფიკული დიზაინის მიმართულებით.

2016 წლიდან პროფესიულ საქმიანობას ეწევა როგორც ტატუს სპეციალისტი. პარალელურად აქტიურად ქმნის ნახატებს  და მონაწილეობს სხვადასხვა საინტერესო გამოფენებში.შემოქმედება გამოირჩევა ემოციური მრავალფეროვნებითა და ექსპრესიულობით, რაც კარგად იკითხება როგორც ტილოზე, ასევე ტატუ ხელოვნებაში.

 

2024 წელს მონაწილეობა მიიღო ჯგუფურ გამოფენაში „არტ მარკეტი“ (აქსის თაუერი, თბილისი), დედის დღისა და ვალენტინობის თემატიკაზე. 2025 წლის აგვისტოში მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ჯგუფურ გამოფენაზე „ლურჯი ცეკვა“ (ბათუმი).

 

ნათია შთაგონებას პოულობს მოგზაურობაში, მუსიკაში და კინოში. მისი სამომავლო გეგმებია საკუთარი სტუდიისა და სახელოსნოს შექმნა, სადაც ერთიან სივრცეში გააერთიანებს ტატუს ხელოვნებას, ნახატებსა და საგანმანათლებლო აქტივობებს. მიზნად ისახავს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობასა და საკუთარი შემოქმედების საზღვრებს გარეთ გავრცელებას.

WhatsApp Image 2025-09-16 at 16.48_edited.jpg
bottom of page