top of page

ლუი კაშა

მალტა

მალტელი მხატვარი ლუი კაშა ხშირად მიმართავს გეომეტრიულ მოტივებსა და სიმბოლურ გამოსახულებებს. 1960-იან წლებში ის იყო ერთ-ერთი პირველი მხატვარი, რომელმაც ნამუშევრებში გამოიყენა მალტის პრეისტორიული გამოსახულებები. მისი ინტერესია, ხელახლა შექმნას ის, რაც ერთხელ უკვე შექმნა პრეისტორიულმა მხატვარმა. ამიტომაც მალტის პრეისტორია ყოველთვის მის გონებაშია. კაშა გარკვეულ მსგავსებას პოულობს „ოპ არტში“ შექმნილ პრეისტორიულ მოტივებსა და გეომეტრიულ ნიმუშებს შორის. ეს კონცეფცია იკვეთება კიდეც მის შემოქმედებაში.

 

ლუი კაშას ხელოვნება არსებითად საზრდოობს ნეოლითური ფორმების სიყვარულით, თავისი ქვეყნის კულტურული იდენტობის ინდივიდუალურობის აღმოჩენით და მისი მხატვრული გამოხატულების თემატურად და სტილისტურად ხელახალი განსაზღვრით. ხელოვნებათმცოდნე ემანუელ ფიორენტინო ნათლად აღწერს კაშას ხელოვნების ღრმა მიჯაჭვულობას მშობლიურ მიწასთან: „ის არის ხელოვანი, რომელიც ძირითადად პატრიოტული სენტიმენტების სრული სიკაშკაშით არის გაჟღენთილი, საზრდოობს იმ ეპოქით, როდესაც პატრიოტიზმის იდეა ჯერ კიდევ არ არსებობდა, მაგრამ სავსებით შეგნებული იყო.

487332343_1222290503237104_2744982904925662076_n_edited.jpg
bottom of page