top of page

ლიზა გაბუნია

თბილისი - ნიუ-იორკი 

ლიზა — თბილისელი ფოტოგრაფია, რომელმაც 1997 წელს დიბადა და ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს. ამერიკაში გადასვლა ცხოვრების  თავიდან დაწყების სურვილს და ხელოვნებასთან კავშირის კიდევ უფრო დახვეწას უკავშირდებოდა. მისი ფოტოგრაფიული გზა რვა წლის წინ დაიწყო ფაინ-არტ ნიუდ პორტრეტით და ამ პირველივე გადაღებამ განსაზღვრა მისი შემოქმედებითი მიმართულება. 2026 წელს ლიზა სწავლას New York Film Academy-ში გააგრძელებს, რათა პროფესიული ცოდნა გაიღრმავოს.

 

ლიზას ნამუშევრები მისი შინაგანი სამყაროს ვიზუალური გაგრძელებაა. ლიზა ეძებს იდენტობას, ემოციას, ფემინურ ენერგიას და თითოეული კადრი ამ ძიების უხმო გამოსახულებაა. მისთვის ფოტოგრაფია არ არის მხოლოდ პროფესია; ეს არის სივრცე, სადაც სიჩუმე და სიღრმე ერთმანეთს ერწყმის, სადაც სინათლე და სიბნელე ერთ ისტორიად იქცევა.

 

ლიზას სურს, რომ ადამიანებმა მის ნამუშევრებში საკუთარი თავი, ნაცნობი გრძნობა, ნაზი დეტალი ან ემოცია ამოიცნონ, რომელიც სიტყვებზე ადრე მოდის. მისი ხელოვნება არის მშვიდი, ინტიმური დიალოგი ფოტოსა და ადამიანის შორის — მოწვევა გაჩერდე, იგრძნო და დაინახო.

WhatsApp Image 2025-11-24 at 14.36.43.jpeg
bottom of page